დღეს იყო ჩვენი სრულიად ახალი კლასის იარაღის - უკრაინული რაკეტა-დრონის "პალიანცას" პირველი და წარმატებული საბრძოლო გამოყენება. ეს არის აგრესორის წინააღმდეგ შურისძიების ჩვენი ახალი მეთოდი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვაში.
„ეს არის აგრესორის წინააღმდეგ შურისძიების ჩვენი ახალი მეთოდი. მტერი დაზიანდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. ყველა დამამზადებელს, მწარმოებელს და ჩვენს მეომარს. ვამაყობ თქვენით. რუსეთს ძალიან გაუჭირდება, იმის თქმაც კი გაუჭირდება კონკრეტულად რა მოფრინდა. ძნელია წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ძალიან ადვილია იმის გაგება, თუ რატომ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს არის "სრულიად ახალი კლასის" იარაღი.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია რას წარმოადგენს ახალი იარაღი და რომელ სამიზნეზე იქნა გამოყენებული.
გასულ ღამეს, ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში ერთ-ერთ ობიექტს თავს დაესხნენ.
რუსული წყაროების ცნობით, ეს იყო იარაღის საწყობი. მათივე ცბობით, აფეთქებები გრძელდებოდა ოთხი საათის განმავლობაში.
ვორონეჟის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული დრონების ფრაგმენტებმა გამოიწვია ხანძარი და "ასაფეთქებელი ობიექტების დეტონაცია".