აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე განაცხადა, რომ ამერიკას არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ ოთხი წლი თ მმართველობა, გააკრიტიკა მისი პოლიტიკა დამისი მიდგომები.„ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ოთხი წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი.ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს და ყველამ ვიცით, რომ მეორე სერია ჩვეულებრივ უარესი იქნება. ტრამპი 78 წლის მილიარდერია, რომელიც არ წყვეტს წუწუნს თავის პრობლემებზე, მას შემდეგ, რაც ცხრა წლის წინ თავის ოქროს ესკალატორზე დადგა“, - თქვა ობამამ.
მისი თქმით, ტრამპის წუწუნი უფრო უარესი ხდება, რადგან კამალასთან დამარცხების ეშინია.
„ამერიკა მზადაა, ახალი ფურცლის დასაწერად. ამერიკა მზადაა ახალი ისტორიისთვის, ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.