გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანია აპირებს უკრაინის მხარდაჭერის შეამცირებას.
სატელევიზიო ეთერში შოლცმა თქვა, რომ საერთოდ ვერაფერი დაარღვევს გერმანიის დაპირებებს უკრაინის დასახმარებლად. გარდა ამისა, მან გაკვირვება გამოხატა იმ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ თითქოს გერმანია კიევისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას აპირებდა.
კანცლერმა განაცხადა, რომ მომავალ წელს მთავრობა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის 4 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. მან აღნიშნა, რომ ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა ევროპული ქვეყანა გამოყოფს.
გარდა ამისა, შოლცმა გაიხსენა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს 50 მილიარდი ევროს კრედიტს, რომლის პროცენტი დაფინანსდება რუსეთის ფედერაციის ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან. კამცლერის თქმით, ამ თანხით კიევი იარაღის ყიდვას შეძლებს.
შეგახსენებთ, გერმანულია მედია ცოტა ხნის წინ წერდა, რომ გერმანიის მთავრობა უახლოეს მომავალში უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას არ გაუწევდა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტრო განაცხადა, რომ ცნობები გერმანიის მთავრობის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ არაკორექტული და მანიპულაციურია.