ნუ უსმენთ „ქოც“ პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება, - ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა.
„ნუ უსმენთ „ქოც“ პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება. სინამდვილეში ეს არჩევნები იმაზეა, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, იზოლირებულსა და გაღატაკებულში, რასაც „ქოცები“ გვთავაზობენ, თუ ევროპულსა და განვითარებულში, რომელიც ერთიანობით შეგვიძლია ავაშენოთ?! გვინდა, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაცარიელდეს, თუ გვინდა, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ და გავაერთიანოთ საქართველო?! არჩევანი მარტივია, ერთიანობა, ევროპა, ინვესტიცია და დასაქმება” - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".