"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე და კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოსახლეობას შეხვდნენ.
"ნაძალადევში შევხვდით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს რუსული რეჟიმი, როდესაც მთელ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. შევხვდით უამრავ ადამიანს და ერთხმად ვთანხმდებით, რომ ერთიანობით ჩვენ ამას დავასრულებთ და ქვეყანაში იქნება მაღალი ანაზღაურება, ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციიდან დაბრუნდებიან ჩვენი უძვირფასესი მოქალაქეები და ერთად, ერთ მუშტად შეკრულნი ავაშენებთ ევროპულ ქვეყანას, ისეთ ქვეყანას, როგორიც ააშენა მიხეილ სააკაშვილმა და 12 წლის განმავლობაში ეს მავნებელი ხელისუფლება მხოლოდ იმას აკეთებს, რომ ანგრევს ყველაფერს, რაც შეიქმნა იმ წლებში. შესაბამისად, ვემზადებით გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ქვეყანა, სადაც ჩვენი მოქალაქეები ისე იცხოვრებენ, როგორც მათ შეეფერებათ", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.