საქართველო ხელახლა გაიხსნება ამერიკული ინვესტიციებისა და დახმარებისთვის, როდესაც ჩვენ მოვიშორებთ „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე.
"ამ დრომდე საქართველოს მთავრობას არ გაუცია მკაფიო პასუხი, როგორ აპირებს გააგრძელოს ის პროექტები, რომელიც ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიერ ფინანსდებოდა და "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის გამო შეჩერდა!!!! საზოგადოებამ უნდა იცოდეს "ქართული ოცნების" შექმნილი კრიზისის გამო რა ბედი ელის ამ პროექტებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა, ეს პროქეტები, ჯამში 95 მილიონ დოლარზეა საუბარი! მათ შორის არის ჯანდაცვის სექტორის.
ამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ახლა "ქართული ოცნება" მას სრული ფინანსური კრიზისით ემუქრება ამერიკასთან ურთიერთობის დანგრევით.
"ქართული ოცნების" რუსული კანონი არა მხოლოდ გვიკეტავს ჩვენს გზას ევროპისკენ, არამედ გვწყვეტს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს საქართველოში.
აქ საუბარია პროექტებზე როგორიცაა ექიმების მომზადება, საავადმყოფოების მშენებლობა, ინტერნეტის მიწოდება სოფლად კლინიკებისთვის და სხვა ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვან პროექტზე.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ამერიკული დახმარება 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეს კონტაქტები კიდევ უფრო გაძლიერდა და საქართველოში არა ერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკული პროექტი განხორციელდა, მათ შორის არის ლუგარის ლაბორატორია.
ამიტომ ჩემი კოლეგები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ახლა ესწრებიან ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ყრილობას -ჩვენ იქ ვართ ერთი მკაფიო გზავნილით, საქართველო ხელახლა გაიხსნება ამერიკული ინვესტიციებისთვის და დახმარებისთვის, როდესაც ჩვენ მოვიშორებთ „ქართულ ოცნებას“.
შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ჩვენ ავაშენებთ მეტ საავადმყოფოს, მოვამზადებთ მეტ ექიმს და ექთნებს და გავაუმჯობესებთ ჯანდაცვას ქართველებისთვის, რათა მათ იცხოვრონ უკეთესად, უფრო დიდხანს. ოღონდ ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა განვკურნოთ ავადმყოფობისგან, რომელიც არის ქართული ოცნება. დასავლური ინვესტიციებისთვის, დასავლური ხელფასებისთვის და დასავლური ხარისხის ჯანდაცვისთვის, ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.