"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ვიზიტი აშშ-ში პოლიტიკურ ლიდერებთან, ეს იქნება კონგრესი თუ სხვა სტრუქტურები, მოიტანს ურთიერთობების ძალიან სწრაფ აღდგენას" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ვიზიტი აშშ-ში პოლიტიკურ ლიდერებთან, ეს იქნება კონგრესი თუ სხვა სტრუქტურები, მოიტანს ურთიერთობების ძალიან სწრაფ აღდგენას" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
წერეთლის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დალაგება ხელს შეუწყობს ქვეყნის გამთლიანებას.
„აშშ არის ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და რასაც ჩვენ ვხედავთ, ამ ხელისუფლების პირობებში, პრაქტიკულად ეს ურთიერთობა არის ნულამდე დაყვანილი. ეკონომიკურ ნაწილს რაც შეეხება, წლების განმავლობაში აშშ-ის პირდაპირმა ინვესტიციამ შეადგინა 6 მილიარდი აშშ დოლარი, ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა იყო 2 მილიონი და ეს ყველაფერი არის დღეს უზარმაზარი საფრთხის ქვე. ის დიდი ამერიკული კომპანიები, როგორებიცაა რედისონი, მარიოტი, კოკა-კოლა, მაკდონალდსი, უზარმაზარ ინვესტიციებს ახორციელებენ, ხელს უწყობენ სამუშაო ადგილების შექმნას, ხელს უწყობენ, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში ჰქონდეთ შემოსავალი და ქვეყანა არ დაისაჯოს იმის გამო, რომ იმედი და სამუშაო ადგილები არ არის.
ამ ურთიერთობების დანგრევა უზარმაზარი პრობლემაა ქვეყნისთვის, მაგალითად ავიღოთ ის 95 მილიონი, რომელიც ვერ მიიღო საქართველომ აშშ-გან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა, დაახლოებით 300.000 ლარი, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ბევრ კარგ საქმეს მოხმარებოდა.
ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს: თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება, კიდევ უფრო ნაკლები ინვესტიცია შემოვა, ეკონომიკური ეფექტი იქნება ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და შესაბამისად, აუცილებელია ცვლილებები, რომელიც უნდა მოიტანოს ერთიანობის იდეამ, ამ არჩევნებმა, რომელიც მოიტანს ახალ ტალღას ჩვენს ურთიერთობებში და მე ვფიქრობ, ერთიანობის ლიდერების ყოფნა აშშ-ში და ის კონტაქტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ზოგადად აშშ-თან, მის პოლიტიკურ ლიდერებთან, ეს იქნება კონგრესი თუ სხვა სტრუქტურები, მოიტანს ურთიერთობების ძალიან სწრაფ აღდგენას და ეს არამარტო ეკონომიკური და პოლიტიკური ნაწილია, არამედ ქვეყნის გამთლიანებისთვის, რაც ჩვენ გვაქვს საბოლოო პერსპექტივა, აშშ-თან ურთიერთობა არის გადამწყვეტი პერსპექტივის შენარჩუნებისა და მისი რეალიზებისთვის”, - განაცხადა ‘ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა,” გიგი წერეთელმა.