ერთიანობის კოალიციის გამარჯვების შემდეგ ჩვენ მოვიზიდავთ მილიარდობით დოლარის დასავლურ ინვესტიციებს, რომლითაც შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ევროპული დონის პენსიებს და გადავტვირთავთ საქართველოს ეკონომიკას ისე, რომ ოჯახები გაერთიანდება და დღეს უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს, - – ამის შესახებ "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ჩვენი მოსახლეობა სწრაფად მცირდება და ჩვენი სახელმწიფო ხდება არშემდგარი დისფუნქციური ქვეყანა".
"12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები და დაანგრია საქართველოს ეკონომიკა. ამ მთავრობის პირობებში მოქალაქეები გაღარიბდნენ, გაზრდილია ფასები, დაბალია ხელფასები და ქვეყანა იცლება მოსახლეობისგან.
თუ ასე გავაგრძელეთ, ძალიან მალე ჩვენ აღარ გვექნება ქვეყანა. ჩვენი მოსახლეობა სწრაფად მცირდება და ჩვენი სახელმწიფო ხდება არშემდგარი დისფუნქციური ქვეყანა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაერთიანოთ ქვეყანა და ხალხი, დავამარცხოთ ქართული ოცნება, აღვადგინოთ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორებთან და დავდგეთ კვლავ აღმშენებლობის გზაზე.
ერთიანობის კოალიციის გამარჯვების შემდეგ ჩვენ მოვიზიდავთ მილიარდობით დოლარის დასავლურ ინვესტიციებს, რომლითაც შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ევროპული დონის პენსიებს და გადავტვირთავთ საქართველოს ეკონომიკას ისე, რომ ოჯახები გაერთიანდება და დღეს უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.