ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ეს იქნება ნარენდრა მოდის პირველი ვიზიტი უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.
ივლისში ნარენდრა მოდი მოსკოვში, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
ინდოეთი ომში რუსეთის პირდაპირ დადანაშაულებისგან თავს იკავებს, და "მეზობელ ქვეყნებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს".
დელი მოსკოვის დიდი ხნის მეგობარია, მაგრამ ის ასევე ცდილობს გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან.