აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ ავივში ჩავიდა.
ეს არის ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფო მდივნის მეათე ვიზტი ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.
ვიზიტის მიზანია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ისრაელელ მაღალჩინოსნებს გშეხვედება.
ისრაელში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში გაემგზავრება.
ბოლო დღეებში დიპლომატიური მცდელობები გაძლიერდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დასასრულებლად და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად.
აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში კაიროში გაგრძელდება, გასულ კვირას დოჰაში ორდღიანი შეხვედრის შემდეგ.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას კატარის დედაქალაქ დოჰაში კატარის, აშშ-ისა და ეგვიპტის შუამავლობით მოლაპარაკები გაიმართა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.