18 აგვისტოს დონეცკის ოლქში რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
რუსეთის ძალები თავს დაესხნენ პოკროვსკის, ბახმუტისა და ვოლნოვახის რაიონებს.
მტერმა საარტილერიო იერიში მიიტანა ქალაქ მირნოგრადზე, დაარტყა კერძო სექტორს.
დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, აგრესორი ქვეყნის არმიამ განმეორებითი დარტყმა მიიტანა დასახლებულ პუნქტზე, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, რომელიც ავტომობილს მართავდა.
გარდა ამისა, რუსეთის ძალებმა შეუტიეს ქალაქ ტორეცკს. ოკუპანტების ჭურვი მოხვდა სახლს, სადაც წყვილი ცხოვრობდა.
დაიღუპა ქალი, მისი მეუღლე კი სავაადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.