ევროპის კინოაკადემიამ ლევან აკინის ფილმი "გზაჯვარედინი" წლის 29 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.
კინოაკადემიის წევრები დასახელებულ ფილმებს შორის, ხმის მიცემით შეარჩევენ რამდენიმე ფილმს კინოაკადემიის წლის საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციისთვის.
ევროპის კინოაკადემიის 37-ე დაჯილდოება დეკემბერში გაიმართება.
ლევან აკინის ფილმი 5 ქვეყნის თანაპროდუქციაა. ფილმზე შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად ქართული კომპანია - "1991 ფროდაქშენს" მუშაობდა.
ფილმის სინოფსისი
პენსიაზე გასული მასწავლებელი, ლია, პირობას დებს, რომ გაარკვევს, რა შეემთხვა მის დისშვილ თეკლას, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. ლია მეზობელ აჩისგან იგებს, რომ შესაძლებელია თეკლა თურქეთში იმყოფებოდეს. თეკლას საძებნელად ლია აჩისთან ერთად სტამბoლში მიემგზავრება. ულამაზესი სტამბოლი სავსეა ახალი ურთიერთობებითა და შესაძლებლობებით, მაგრამ იმ ადამიანის პოვნა, ვისაც არასდროს სდომებია ვინმეს ეპოვნა, ბევრად რთული აღმოჩნდება, ვიდრე ეს ლიას და აჩის ეგონათ. სირთულეები გრძელდება იქამდე, ვიდრე ისინი ტრანსი ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლ ადვოკატს, ევრიმს არ შეხვდებიან. ლია, აჩისთან ერთად, გზას იკვლევს სტამბოლის ქუჩებში, თეკლა კი უფრო და უფრო უახლოვდება მათ. (უახლოვდება თუ შორდება?)
ფილმში მთავარ როლებს მზია არაბული და ლუკა კანკავა ასრულებენ.
შეგახსენებთ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი სექცია, პანორამა 2024 სწორედ ლევან აკინის ფილმით "გზაჯვარედინი" გაიხსნა.