დღეს ძალა არის ერთიანობაში, იმ გუნდში, ვისთანაც დღეს არის "ევროპული საქართველო" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა "ერთიანობის" ყრილობაზე განაცხადა.
„გვქონდა ყველასთან კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ "ევროპული საქართველოს" გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა ამ შეერთების გადაწყვეტილება მიიღო. იქ სადაც ჩვენ ვნახეთ რომ არის უფრო მეტი თანხვედრა ბევრ საკითხთან დაკავშირებით და უნდა გესმოდეთ, რომ ეს არ არის პარტიის პარტიაში შესვლა, ან პარტიების გაერთიანება, ეს არის კოალიცია. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. სხვანაირად ასეთი ტიპის ერთიანობის გარეშე ძალიან რთული იქნება გამარჯვების მიღწევა და ცვლილებები ოქტომბერში. ახლა გვაქვს კონკრეტული ამოცანა, იმისათვის რომ ოქტომბერში მეტი ოპოზიციური ამომრჩეველი, მეტი ოპოზიციური ხმა, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს ეს ყველაფერი და ცვლილებები. ეს არის ჩვენი ამოცანა.
დღეს მზადყოფნა, მზაობა, ძალაც და პერსპექტივაც არის ერთიანობაში, იმ გუნდში, იმ პარტნიორებთან ერთად, ვისთანაც დღეს არის "ევროპული საქართველო.
დღეს, ისტორიის ამ მონეტში, უფრო მაღალი ღირებულება, არ გვაქვს, ვიდრე ეს არის ძალების გაერთიანება და იმ დემოკრატიული ძალების გაერთიანება, რომელსაც შეუძლია გამარჯვება მოიტანოს საქართველოში", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პლატფორმა „ერთიანობას“ „ევროპული საქართველო“ უერთდება.