მედიის ცნობით, ლონდონში, სომერსეტ ჰაუსში გაჩენილ ხანძარს 100-მდე მეხანძრე ებრძვის.
ტელეგრაფთან შენობაში დასაქმებულმა განაცხადა, - კარგია, ხანძარი ლოკალიზებულია ერთ უბანში“.
მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერი კვამლის გამო, ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სომერსეტ ჰაუსის ტერიტორიას თავი აარიდონ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რენესანსის ეპოქის შენობა ტემზაზე, ვატერლოოს ხიდთან მდებარეობს, რომელიც თავდაპირველად სომერსეტის ჰერცოგს ეკუთვნოდა. ახლა კი ხელოვნების, ბიზნესისა და სოციალური საწარმოს სახლია.