უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ სხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ვიხილავთ პოლიტიკურ პარტიასაც და ეს გაერთიანება გაგრძელდება იქამდე, სანამ პროდასავლური ამომრჩევლის არცერთი ხმა არ დაიკარგება ამ გადამწყვეტ არჩევნებზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე მძლავრი, პირველ ადგილზე გამსვლელი პოლიტიკური ძალა იქნება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მას შემდეგ, რაც შეიქმნა ჩვენი წინასაარჩევნო პლატფორმა, ვაანონსებდით, რომ ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან, მათ შორის, გვქონდა მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ სხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ვიხილავთ ასევე პოლიტიკურ პარტიასაც და ეს გაერთიანების პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს, ანუ, პროდასავლური ამომრჩევლის არცერთი ხმა არ დაიკარგება ამ გადამწყვეტ არჩევნებზე და, მათ შორის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველაზე მძლავრი, პირველ ადგილზე გამსვლელი პოლიტიკური ძალა მოახლოებულ არჩევნებზე", - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა კოალიციის გაფართოებასთან დაკავშირებით.