ქალბატონი სალომე გასულია მომსახურების სფეროდან, ვეღარც ფიქრობს და ვეღარც ლაპარაკობს, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ოლიმპიელების მიღებაზე.
"ქალბატონი სალომე გასულია მომსახურების სფეროდან, ვეღარც ფიქრობს, ვეღარც ლაპარაკობს, ვეღარც ცოტა არასწორია, როდის ლაპარაკობდა არ ვიცი, მაგრამ ამაზე აქცენტის გაკეთება არ მინდა. უბრალოდ ჯერ ვინმემ ურჩიოს, რომ პარაოლიმპიელები არა, პარალიმპიელები. მთელი ამბავი და საკითხია, რაც უბრალოდ კომენტარის მიღმა უნდა დავტოვოთ, იმდენად არასერიოზული ხდება ეს ყველაფერი. მეუხერხულება, ქალბატონია, რომელსაც ბევრი შეცდომა მოსდის, იმდენი უკვე, რომ მართლა დაარწმუნეს, რომ ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, ნამდვილი კვლევა აჩვენეთ, თავისთვის რომ აქვთ ოფისებში, ის კვლევები აჩვენონ და ცოტა შეიძლება თავი შეიკავოს ასეთი კომენტარის გაკეთებისგან”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიელების მიღება არის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ და „არა ჩაკეტილ სივრცეში“, მისივე თქმით, დაჯილდოება მოხდება სექტემბერში პარალიმპიელ სპორტსმენებთან ერთად.