პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დელეგატები "ფულის ტომრები" არიან . მიის თქმით, მმართველი გუნდის პროპორციულ სიაში მათი გამსვლელ ადგილზე წარდგენა ქართველი ხალხის მოტყუებაა.
პაატა მანჯგალაძე რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების დელეგატებს საზოგადოების ძარცვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი საკუთარ კეთილდღეობას სხვის ხარჯზე იწყობენ.
ეგენი არიან, ეგრეთწოდებული ფულის ტომრები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იმის გამო, რომ სიაში ეწერებოდნენ, ხარჯავდნენ ბევრ ფულს. არაფერი არცერთ მათგანს, დიდი უმრავლესობას მოდი პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს მოქალაქისთვის არ მოუტანია. ამ ხალხის მთავარი საზრუნავი არის წლიდან წლამდე ხალხის ძარცვის ხარჯზე როგორ გაიმდიდროს ქონება. სახელობითად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ასეთი ადამიანები, ძალიან ბევრია ამ სიაში და ეს არის მოტყუება საქართველოს მოქალაქის და შეურაცხყოფა პირდაპირ საქართველოს მოქალაქის, რომ წლების მანძილზე ათწლეულებია, ვინ, ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებს, ისევ ის ხალხი შესთავაზეს ვითომ მაჟორიტარებად" - ამბობს მანჯგალაძე.
15 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.