"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" დავალებაა, მსოფლიოში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესს ხელი შეუწყოს.
„როგორც ჩანს, შემდეგი დავალება ის არის, რომ ხელი შეუწყონ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესს მსოფლიოში და რუსეთისთვის ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაიმოწმოს საქართველოს ხელისუფლება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო გამართლებული და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ჯდებოდა. რეალურად, კობახიძე ამ პოზიციას აჟღერებს, როდესაც ის საუბრობს დღეს. როგორც ჩანს, დავალება მისმა უფროსებმა მოსკოვში მისცეს, რომ მოამზადონ საფუძველი იმისთვის, რომ საერთოდ ჩამოიშალოს ის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო, რაც შეიქმნა არაღიარების პოლიტიკისთვის ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ამას უწყობს ხელს ის განცხადებები, რასაც "ოცნება" აკეთებს", - განაცხადა სამადაშვილმა.