კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს წიგნის "ქართული ქრისტიანული ხელოვნება" მეორე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიაქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს იუბილეს ეძღვნება.
აღნიშნულ წიგნში ქრისტიანული ხელოვნების, მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზა დეტალურადაა აღწერილი. მასში 273 ფერადი ილუსტრაციაა შესული.
წიგნის "ქართული ქრისტიანული ხელოვნების" მეორე ნაწილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამოიცა. რომელიც გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევის ცენტრის მეცნიერებმა მოამზადეს.
აღნიშნული წიგნის ავტორები არიან დიმიტრი თუმანიშვილი, მარიამ დიდებულიძე, ქეთევან მიქელაძე და Lლეილა ხუსკივაძე.