"ერთიანობის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, "ქართული ოცნებისთვის" გაცილებით მნიშვნელოვანია ივანიშვილის ბაობაბები, ვიდრე საქართველო თავისი ხალხით და კულუტურული მემკვიდრეობით.
“პირველ რიგში ვულოცავ ქართველ ოლიმპიელებს გამარჯვებას . ეს ბიჭები არიან საუკეთესო მაგალითი იმის, რა შეუძლია ერთად მდგარ ქართველობას, მებრძოლ ქართულ სულს.
სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ხელისუფლება კვლავ ზიზღის და სიძულვილის ენით ცდილობს ჩვენს გახლეჩას. არ ავყვეთ მათ ღვარძლიან პროპაგანდას და 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ. პასუხი მოვთხოვოთ რეჟიმს, რომლისთვისაც ივანიშვილი და მისი ბაობაბის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.
როგორ შეიძლება ივანიშვილის ბაობაბის ხე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი ცხოვრებისთვის, ვიდრე თუნდაც გელათი და სამონასტრო კომპლექსში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. არა ივანიშვილის რეჟიმს! ერთიანობით გავიმარჯვებთ!, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.