პარიზის ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი იასპარეზებს.
გივი მაჭარაშვილს ოლიმპიური მედალი განაღდებული აქვს, თუმცა იგი ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებას შეეხდება.
ქართველი მოჭიდავე ოლიმპიადის ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს შეხვდება.
გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იჭიდავა. მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით 5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.
სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალში გივი მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟს ანგარიშით 12:2 სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა. ფინალი 11 აგვისტოს გაიმართება.
27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. 11 აგვისტოს მდგომარეობით საქართველო მედლების რაოდენობით 24-ე ადგილზე იმყოფება.