საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმიანება "ქართული ოცნების" ლიდერების კომენტარებს დენდროლოგიური პარკის ბაობაბების გახმობასთან დაკავშირებით.
"ნეტავ რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ", - წერს პრეზიდენტი.