აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე გამარჯვებას „ყველაზე მნიშვნელოვანი“ უწოდა.
ამის შესახებ ბაიდენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენმა კომენტარი გააკეთა მის გადაწყვეტილებაზე საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის შესახებ.
„ვერც კი ვიტყვი რამდენი წლის ვარ, მიჭირს თქმა. თუმცა ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო პრეზიდენტი, მქონდეს ვალდებულება ქვეყნის წინაშე გავაკეთო ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეგიძლია გააკეთო ახლა, ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ტრამპი," - თქვა ბიადენმა.
ჯო ბაიდენმა განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის შესახებ 21 ივლისს გაავრცელა.
Ipsos-ის,ბოლო გამოკითხვის თანახმად, ჰარისს 42% აქვა, ტრამპს - 37%-მდე
The New York Times-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად კი, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი უსწრებს დონალდ ტრამპს სამ მერყევ შტატში, რომლებიც გადამწყვეტად ითვლება ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის.
ჰარისი უსწრებს ტრამპს ვისკონსინში, პენსილვანიასა და მიჩიგანში ოთხი პროცენტული პუნქტით: სამივე შტატში ხმები თანაბრად ნაწილდება: ჰარისს - 50%, ტრამპს -46%.