The New York Times-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი უსწრებს დონალდ ტრამპს სამ მერყევ შტატში, რომლებიც გადამწყვეტად ითვლება ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის.
ჰარისი უსწრებს ტრამპს ვისკონსინში, პენსილვანიასა და მიჩიგანში ოთხი პროცენტული პუნქტით: სამივე შტატში ხმები თანაბრად ნაწილდება: ჰარისს - 50%, ტრამპს -46%.
როგორც The New York Times აღნიშნავს, ეს არის ერთ-ერთი პირველი მაღალი ხარისხის გამოკითხვა, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დატოვების შემდეგ ჩატარდა.
მანამდე ტრამპს მცირედი უპირატესობა ჰქონდა დემოკრატების კანდიდატთან შედარებით.
„დემოკრატებს ახლა შესამჩნევად უფრო ძლიერი პოზიცია აქვთ ამ სამ ცვალებად შტატში, რომლებიც დიდი ხანია იყო პარტიების გამარჯვებებისა თუ მარცხების გასაღები. თუმცა, შედეგები ცხადყოფს ქალბატონ ჰარისის დაუცველობას. ამომრჩევლები უპირატესობას ანიჭებენ ბატონ ტრამპს, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ ვის ენდობიან ეკონომიკასა და იმიგრაციაში, საკითხები, რომლებიც ცენტარლირია საპრეზიდენტო რბოლაში“, - წერს The New York Times.