ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე ისრაელის საჰაერო იერიშს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ იუწყება Reuters-ი ღაზის სექტორის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს.
ისრაელმა სკოლის შენობაზე თავდასხმა აღიარა და განაცხადა, რომ შენობაში განთავსებული იყო „ჰამასი“ს სამეთაურო ცენტრი. ისრაელი ჯგუფს ადანაშაულებს ლტოლვილების სიკვდილში და მას სკოლებისა და საცხოვრებელი ადგილების ბაზებად გამოყენებაში სდებს ბრალს.
სკოლაში იმყოფებოდნენ პალესტინელები, რომლებიც ომის გამო იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. თვითმხილველები ამბობენ, რომ დარტყმა გაფრთხილების გარეშე განხორციელდა, როდესაც ხალხი დილის ლოცვას ასრულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ორი რაკეტა გამოიყენა.