პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარშვილმა (97 კგ) მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე მარტივად, 11:0 დაამარცხა. ქართველი ფალავანი ფინალის საგზურისთვის თავის პრინციპულ მეტოქეს, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდება.
დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს – ქართველი ფალავანი თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 21:00 საათიდან დაიწყება.