თეატრის მოღვაწეთა კავშირმა დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში 2010 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს.
კერძოდ, დასახელდა წლის ყველაზე საუკეთესო რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და ა.შ.
ისაუბრეს, ასევე, ქართული თეატრის 130 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო საღამოს შესახებ.
გადაწყდა, რომ ქართული თეატრის 130 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო საღამო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 14 იანვარს გაიმართება. ღონისძიება სპექტაკლის "გაყრა" საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლი "გაყრა" პირველად 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის ხელმძღვანელობით დაიდგა.