პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარშვილმა (97 კგ) მერვედფინალში სამხეთ აფრიკელი დე ლანე 12:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ) მერვედფინალში დამარცხდა და სომეხი მოჭიდავის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ის ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს შეინარჩუნებს.
დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს – ქართველი ფალავანი თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 21:00 საათიდან დაიწყება.