დღეს მსოფლიოში უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული გარდა ''ქართული ოცნებისა“ , - ამის შესახებ ''ერთიანობას“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა
მისი თქმით, ''ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს, ბრალი დასდოს საქართველოს და იმდროინდელ ხელისუფლებას, რაც ''ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედებაა“.
დღეს მსოფლიოში უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, ბრალი დასდოს საქართველოს და იმდროინდელ ხელისუფლებას და რაც არ უნდა იმალებოდეს ამ მოტივის უკან, არის ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედება. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს ინტერესს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი და ქართველებს ქვეყანაში ჰქონდეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, მაღალანაზღაურებადი სამსახურები, ღირსეული პენსიები, კარგი განათლების შესაძლებლობა როგორც ეს აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებშია. არჩევანი მარტივია, ვისაც გვინდა განვითარება, ხმას ვაძლევთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ერთიანობით გავიმარჯვებთ, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.