ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
მეთიუ მილერს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ აგვისტოს ომის შეფასება და იმის აღნიშვნასთხოვა, რომ „აგვისტოს ომი არ იყო საქართველოს მხრიდან პროვოცირებული“.
„ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებაში ნათელი იყო ის, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რასაც ისინი ცდილობენ, გადადგან ტერიტორიების მისაკუთრებისთვის, სავსებით გაუმართლებელია“, – აღნიშნა მილერმა.
აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 16 წლის წინ, ამ დღეს რუსეთი სუვერენულ საქართველოში შეიჭრა.