რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა, დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.
„კიევის რეჟიმმა განახორციელა კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, რომლის დროსაც უკრაინული ფორმირებები ახორციელებენ განურჩეველ თავდასხმებს, მათ შორის რაკეტებით, სამოქალაქო ობიექტებზე, საცხოვრებელ შენობებზე და სასწრაფო დახმარების მანქანებზე“,- განაცხადა პუტინმა..
პუტინმა აღნიშნა, შეხვდება კონკრეტული უწყების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ თუ რა ვითარებაა ამჟამად კურსკის ოლქში.
უკრაინის ჯარებმა, რომლებიც 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯას რაიონში, სასაზღვრო ზონაში პოზიციების გამაგრება შეძლეს.
გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიკავეს სოფლები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვერდლიკოვო. გარდა ამისა, უკრაინული და რუსული ჯარები იბრძვიან გონჩაროვკასა და ოლეშნაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს განაცხადეს, რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერეს.