ევროპული საქართველოს ლიდერებმა და წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, გმირების ყველაზე დიდი სურვილი იყო რომ, მათი თავდადების შემდგომ საქართველოს გაეგრძელებინა მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება და ეს არის ბრძოლა რომელშიც ჩვენ ვართ ახლაც და ამის მიტოვება ნამდვილად არ შეიძლება.
„დღეს ვიხსენებთ 2008 წლის ძალიან მძიმე აგვისტოს დღეებს, როცა რუსეთმა ომი გამოუცხადა საქართველოს და მოახდინა ინტერვენცია საქართველოში, ძალიან მძიმე რამ მოხდა, უამრავი ადამიანი შეეწირა, შეეწირენ უდანაშაულო ადამიანები. თავი დადეს გმირებმა ვისი ხსოვნის საპატივცემულოდ დღეს ჩვენ აქ ვართ და ეს ხსოვნა ყოველთვის იქნება.
ჩვენი მხრიდან ეს ბუნებრივია არის სიმბოლური აქტი, როდესაც მოვდივართ აქ, მაგრამ არასიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არის ის ბრძოლა რომელიც გრძელდება, ჩვენ ვხედავთ რომ ეს ბრძოლა გრძელდება საქართველოში, ეს ბრძოლა გრძელდება უკრაინაშიც და სწორედ იმისთვის რომ ამ ადამიანების თავდადება და ღვაწლი არ დაიკარგოს, იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა და ყველამ ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში საქართველო უნდა იყოს ძლიერი, საქართველო უნდა განვითარდეს დემოკრატიულად, საქართველო უნდა განვითარდეს ეკონომიკურად და საქართველოს უნდა ყავდეს ბევრი საიმედო პარტნიორი ირგვლივ. ეს სიძლიერე განაპირობებს პირველ რიგში უსაფრთხოებას და მე ვფიქრობ ამ გმირების ყველაზე დიდი სურვილი იყო რომ, მათი თავდადების შემდგომ საქართველოს გაეგრძელებინა მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება და ეს არის ბრძოლა რომელშიც ჩვენ ვართ და ამის მიტოვება ნამდვილად არ შეიძლება.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.