ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ისრაელს, თავს შესაძლოა, ამაღამ დაესხას.
ამერიკულ ონლაინ-სტრიმერთან ადინ როსთან საუბარისას პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს არ მოხდებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, - წერს Israel National News.
"გავიგე, რომ ირანი ამაღამ თავს დაესხმება ისრაელს. ამაღამ მათ თავს დაესხმებიან, ახლავე გეუბნებით. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, თავდასხმაზე არც არავინ ისაუბრებდა, რადგან ეს არ მოხდებოდა", - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა გააფრთხილა კოლეგები "დიდი შვიდეულის" ქვეყნებიდან, რომ ირანისა და ჰეზბოლას თავდასხმა ისრაელზე შესაძლოა ორშაბათს დაიწყოს.