აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა გააფრთხილა კოლეგები "დიდი შვიდეულის" ქვეყნებიდან, რომ ირანისა და ჰეზბოლას თავდასხმა ისრაელზე შესაძლოა ორშაბათს დაიწყოს. იტყობინება გამოცემა Axios ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
"ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ იცის თავდასხმების დაწყების ზუსტი დრო, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი შეიძლება დაიწყოს მომდევნო 24-დან 48 საათამდე, რაც წყაროების თქმით, შესაძლოა ორშაბათს მოხდეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოცემის ინფორმაციით, ბლინკენი მოკავშირეებთან ერთად, ყველა ღონეს მიმართავს, რათა განახორციელოს დიპლომატიური ზეწოლა ჰეზბოლასა და ირანზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს შედეგები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის "საუკეთესო შანსი ტოტალური ომის თავიდან ასაცილებლად". "
ბლინკენმა სთხოვა კოლეგებს, განახორციელონ დიპლომატიური ზეწოლა ირანზე, ჰეზბოლასა და ისრაელზე, რათა შეინარჩუნონ მაქსიმალური თავშეკავება.
ცოტა ხნით ადრე, გამოცემა Axios-ს წერდა, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმა, შესაძლოა, 5 აგვისტოს განახორციელოს. ირანი გეგმავს "შურისძიებას" ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობისა და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ისრაელის არმიის თავდასხმის გამო.