ირანის დარტყმა ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს სიკვდილისა და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ისრაელის არმიის თავდასხმის, შემდეგ, სავარაუდოდ, ორშაბათს, 5 აგვისტოს მოხდება. ამის შესახებ გამოცემა Axios იუწყება.
”სამმა ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ისინი მოელიან, რომ ირანი ორშაბათს დაესხმება ისრაელს,” - აღნიშნავს გამოცემა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ირანის საპასუხო დარტყმა იგივე სცენარით განხორციელდება, როგორც აპრილში, მაგრამ შესაძლოა უფრო მასშტაბური იყოს.
თუმცა, აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ იციან, განახორციელებენ თუ არა ირანი და ჰეზბოლა კოორდინირებულ თავდასხმას თუ ცალკე იმოქმედებენ.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა 30 ივლისს ბეირუთში „ჰეზბოლას” ობიექტებზე ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმის გამო.
როგორც ისრაელის არმიამ განმარტა, ეს იყო დარტყმა მეთაურზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ დარტმაზე, რომელსაც 12 ადამიანი, მათ შორის უმტესობა ბავშვები ემსხვერპლნენ და მრავალ სხვა მშვიდობიანი ისრაელელის მკვლელობაზე .
მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ბეირუთზე დარტყმის შედეგად ლიკვიდირებული იყო „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური ფუად შუქრი.
ასევე 31 ივლისს, თეირანში, „ჰამასის’ ლიდერის რეზიდენციაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა მოძრაობის ლიდერი ისმაილ ჰანიე და მისი დაცვის წევრი. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) აღნიშნა, რომ ინციდენტის მიზეზები გამოძიება მიმდინარეობს.
თუმცა, IRGC ირწმუნება, რომ ჰანიე ისრაელელებმა ამერიკის მხარდაჭერით მოკლეს. ისრაელს ჰანიეს გარდაცვალებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.