დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისსტრი რიში სუნაკი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ მსგავს კრიმინალურ ქმედებებს ადგილი არ აქვს ჩვენს საზოგადოებაში.
„შოკისმომგვრელი სცენებს, რომლებსაც ბრიტანეთის ქუჩებში ვხედავთ, საერთო არაფერი აქვს საუთპორტში მომხდარ ტრაგედიასთან.
ეს არის ძალადობრივი, კრიმინალური ქმედება, რომელსაც ადგილი არ აქვს ჩვენს საზოგადოებაში.
პოლიციას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, რათა სწრაფად გაუმკლავდეს ამ კრიმინალებს“, - წერს სუნაკი სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, დიდ ბრიტანეთში პოლიციამ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები შეტაკებებში გადაიზარდა.
ქალაქ საუთპორტში ბავშვთა ცეკვის სტუდიაზე დანით შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც სამი ბავშვი ემსხვერპლა, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
ორშაბათს, 17 წლის თავდამსხმელი, ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიების დროს ცეკვის სტუდიაში შეიჭრა და სამი პატარა გოგონა მოკლა. დაშავდა კიდევ რვა ბავშვი. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული.