შუამთობის დღესასწაულს ვულოცავ ამ საოცარ ადამიანებს. ხალხში არის ძალიან დიდი ერთსულოვნება და ყველა ვთანხმდებით, რომ 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.“ - განაცხადა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგებლები, დღეს ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე იმყოფებიან.
„ახლა ვიმყოფებით ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე. მივულოცეთ ამ საოცარ ადამიანებს. ხედავთ როგორი განწყობა არის, ვხვდებით ჩვენს მოქალაქეებს და რაც მთავარია არის ძალიან დიდი ერთსულოვნება. ყველა ვთანხმდებით, რომ 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ერთხელ და სამუდამოდ რუსეთი, რუსული, რუსული რეჟიმი დამარცხდება ამ ქვეყანაში.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.