ე.წ. მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასატურებს იმას, თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“, კონკრეტულად კი ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის, - ამის შესახებ - განაცხადა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება.
„2024 წლის 2 აგვისტოს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად თუ კი რამის ეშინია, ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის. მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ზუსტად იცის, როგორც კი იქნება თავისუფალი და იქნება გარეთ ქართველ ხალხთან, ის იქნება ადამიანი, რომელიც აუცილებლად შეძლებს როგორც შეძლო 2003 წელს კიდევ ერთხელ გააერთიანოს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ ამოიყვანოს ქვეყანა ჭაობიდან. კიდევ ერთხელ დაასრულოს ეს სიღარიბე, უმუშევრობა, მაღლი ფასები და კიდევ ერთხელ შექმნას ისეთი სახელმწიფო, როგორსაც იმსახურებს ქართველ იხალხი. ჩვენ ვანხეთ ორი დღის წინ, როდესაც ე.წ.-მა ახლადდანიშნულმა მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ უკვე პატიმრობა მისჯილ მიხეილ სააკაშვილს როგორ მიუსაჯა ხელახლა წინასწარი პატიმრობა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულ ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის. ვერ დაგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ ვივლით წინ. მიხეილ სააკაშვილი 26 ოქტომბრის შემდეგ იქნება თავისუფალი და აუცილებალდ ერთად ავაშენებთ დამოუკიდებელ, ევროპულ და დემოკრატიულ საქართველოს.“ განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.