საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო თავდასხმის მუქარა პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის თომას ჯოლისა და სხვა ხელოვანების მიმართ.
"ფრანგები ამაყობენ [ოლიმპიური თამაშების] გახსნის ცერემონიით, ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. მე მჯერა, რომ საფრანგეთმა მოახდინა სითამამისა და მისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისუფლების დემონსტრირება“- თქვა მან.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ის აღშფოთებული და დამწუხრებულია ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, ისევე როგორც მონაწილეებისს მიმართ მუქარის შესახებ ცნობებით. "მე ვუცხადებ ჩემს მხარდაჭერას ყველა მათგანს. არაფერი ამართლებს მუქარას მხატვრების წინააღმდეგ, მისმა {ჯოლის} გამბედაობამ ბევრ ადამიანს სარგებელი მოუტანა“, -განაცხადა მაკრონმა.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯოლის მიმართ მუქარის შემცველ გზავნილებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. რეჟისორს მოკვლით ემუქრებიან.
როგორც Politico აღნიშნავს, თომას ჯოლის მიმართ მუქარა უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ და ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს, „საიდუმლო სერობას“ შეადარა.