შოვის ტრაგედიიდან, რომელმაც 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთი წელი გავიდა.
2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიური უბედურების შედეგად, 32 ადამიანი დაიღუპა, ერთი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
გარდა ამისა, სტიქიური უბედურების მსხვერპლთა საძიებო სამუშაოებისას, ადგილზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, შსს-ს გამომძიებელი მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, 2023 წლის 3 აგვისტოს, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
სააგენტოს დასკვნის თანახმად, მსგავსი ტიპის სტიქიური მოვლენების პროგნოზირება პრაქტიულად შეუძლებელია. ამასთან, სააგენტოს რეკომენდაციით, დაუშვებელია შოვში რაიმე სახის ინფრასტრუქტურის აღდგენა ან ხელახალი მოწყობა, რადგან მსგავსი სტიქიური პროცესების განმეორებას შესაძლოა გამანადგურებელი შედეგები მოჰყვეს.
შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, საქმეზე 2 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და 140-ზე მეტი ექსპერტიზა დაინიშნა,