ირანში პაულიო კოელიოს წიგნები აკრძალეს. ამის შესახებ თავად ბრაზილიელმა მწერალმა განაცხადა.
კოელიოს წიგნების ირანელმა გამომცემელმა_არაშ ხეჯაზიმ ირანი მას შემდეგ დატოვა, რაც იგი ახალგაზრდა ირანელი ქალის სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას დააფიქსირეს, რომელიც 2009 წელს ანტისახელისუფლო დემონსტრაციების დროს დახვრიტეს. კოელიომ არაშ ხეჯაზის მხარდაჭერა ინტერნეტით გამოხატა.
შეგახსენებთ, კოელიოს "ალქიმიკოსი" მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე გაყიდვადი აღმოჩნდა. მხოლოდ 150 ქვეყანაში მისი 300 მილიონი წიგნი გაიყიდა. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ირანში პაულიო კოელიოს დაახლოებით 6 მილიონი წიგნი გაიყიდა.