2 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
ლუბა გოლოვონა (ბატუტზე ხტომა)
გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100კგ)
სოფიო სომხიშვილკ (ძიუდო, + 78 კგ)
ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა)
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებმა სამი ოლიმპიური მედლის - ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მოპოვება შეძლო. პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მოიპოვა, მისთვის ეს მეორე ოლიმპიური მედალია. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ.