გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გააკრიტიკა ისრაელის არმიის თავდასხმა ბეირუთზე და თეირანში რადიკალური ისლამისტური მოძრაობა “ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა.
„სამხრეთ ბეირუთსა და თეირანში თავდასხმები მიუთითებს სახიფათო ესკალაციაზე იმ დროს, როდესაც ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელ-ლიბანის საზღვარზე მშვიდობის დამყარებისკენ“, - განაცხადა გუტერეშის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა.
მისი თქმით, გუტერეშმა დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა „ენერგიულად იმუშაონ რეგიონში დეესკალაციისთვის, რათა დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ყველასთვის“.
გაეროში იაპონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიცუკო შინომ, მოუწოდა საერთაშორისო ძალისხმევისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში.
”ჩვენ ვშიშობთ, რომ რეგიონი ტოტალური ომის ზღვარზეა”, - თქვა მან.
თავის მხრივ, გაერო-ში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენელი ფუ მიიჩნევს, თვლის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის უუნარობა არის დაძაბულობის ესკალაციის მიზეზი.
მისი თქმით, უფრო მეტი გავლენის მქონე ქვეყნებმა უნდა განახორციელონ მეტი ზეწოლა და უფრო ენერგიულად იმუშაონ ღაზაში ომის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.
ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ბარბარა ვუდვორდმა სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა დაგაიმეორა მოწოდება ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
მისი თქმით, ისრაელმა და „ჰამასმა“ კვლავ უნდა დაადასტურონ თავიანთი ერთგულება სამშვიდობო პროცესისადმი, რომელიც მიგვიყვანს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტამდე უსაფრთხო ისრაელთან და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოსთან.