„ქართული ოცნება" სერიოზულ ხიფათად და სირცხვილად იქცა საქართველოსთვის - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებას მიზანმიმართულად ცდილობს.
„თუნდაც ის, რომ ირაკლი კობახიძე თავს იწონებდა ირანში დემოკრატიის მტერ და რამდენიმე ტერორისტად გამოცხადებულ ლიდერთან ერთად, არის ნათელი დადასტურება, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ურთიერთობების გაფუჭებას ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან რაც სულ უფრო მეტად აქცევს იზოლაციაში და სიღარიბეში საქართველოს.
თუმცა, არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო.” - განაცხადა მანჯგალაძემ.