„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცივილიზებულ სამყაროსთან, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე იფიქროს, ის შეგნებულად ირჩევს რუსეთს, ირანს, ჩინეთს, ჰეზბოლას და ქვეყანა მიჰყავს ჭაობისკენ, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ
ბარამიძის თქმით, ეს ყველაფერი უნდა 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს ხელისუფლება, რომელიც თვითონ ამბობს უარს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და შეგნებულად აირჩია რუსეთთან, ირანთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ჰეზბოლასთან ურთიერთობების გზა ნაცვლად იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად შეეცადოს საქართველოს წინსვლას, საქართველოში გაჭირვების, სიღარიბის, უმუშევრობის და უსასრულო ემიგრაციის ტალღის შეჩერების გზა. ეს ხელისუფლება საქართველოს მიაქანებს უფსკრულისკენ, რომელსაც ჰქვია რუსეთის ჭაობი, ამიტომ ამ ხელისუფლების 26 ოქტომბერს შეცვლა არის ერთადერთი გზა საქართველოს გადარჩენისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.