ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ,შევხვდით უამრავ ადამიანს და ჩვენ მიმართ გაბრაზებული ან განრისხებული ერთი ადამიანიც კი არ შეგვხვედრია, - ამის შესახებ "ერთიანობის" წევრმა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.
„მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების განცხადებას, თითქმის ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ ერთიანობის ლიდერებთან ერთად, შევხვდით უამრავ ადამიანს და ჩვენ მიმართ გაბრაზებული ან/და განრისხებული ერთი ადამიანიც კი არ შეგვხვედრია.
აი, თქვენ მართლა ვერ შეხვდებით პარტ-აქტივის გარდა ვერავის. მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას. ხალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტი-ქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.[ტაბულა]
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისა და სიკვდილისთვის სწირავდნენ?“