სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მას თავიდან უნდა იქნას აცილებული კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე მას შემდეგ, რაც ისრაელმა "ჰეზბოლა" დაადანაშაულა გოლანის მაღლობზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 12 ბავშვისა და მოზარდის დაღუპვაში.
”მე ხაზს ვუსვამ ისრაელის უფლებას დაიცვას თავისი მოქალაქეები და ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ უზრუნველყონ მათ მხარდაჭერა. მაგრამ ჩვენ ასევე არ გვინდა კონფლიქტის ესკალაცია. ჩვენ არ გვინდა მისი გავრცელება“, - თქვა ბლინკენმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბლინკენმა თქვა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეუძლია ხელი შეუწყოს სიტუაციის დამშვიდებას ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავეხმაროთ ამ კონფლიქტის განმუხტვას, არა მხოლოდ თავიდან ავიცილოთ მისი ესკალაცია, თავიდან ავიცილოთ მისი გავრცელება, არამედ განმუხტვაც, რადგან ორივე ქვეყანაში, ისრაელშიც და ლიბანშიც იმდენი ადამიანია, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები“, - თქვა ბლინკენმა.
ისრაელმა კვირას განაცხადა, რომ გპლანის მაღლობზე თავდასხმის შემდეგ ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფს „ჰეზბოლას“ მძიმე დარტყმას მიაყენებს. ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელთან. მისივე თქმით, რაკეტა გაშვებული იყო ლიბანში ბაზირებული "ჰეზბოლის“ მიერ.
ჰეზბოლა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ისრაელის სამხედრო სპიკერმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გოლანის მიმართულებით გაშვებული რაკეტა იყო ირანული წარმოების Falaq-1. "ჰეზბოლამ" გამაცხადა, რომ Falaq-1-ის რაკეტის ისრაელის სამხედრო შტაბ-ბინის წინააღმდეგ იყო მიმართული.