მუშაობს ძლიერი პროპაგანდის სისტემა, დეზინფორმაციის ბევრი არხი და ჰიბრიდული ომის პირობებში გვმართებს გავარჩიოთ თეთრი და შავი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ეკა ბესელია წერს.
„გარკვეული პერიოდი არ ვწერდი საჯაროდ -მიმდინარე მოვლენებზე ჩემს მოსაზრებას.
ამას მეტად ვაკეთებდი სხვა ფორმით :უფრო მეტად- ქმედებით.
ქმედება შეუცვლელი ფორმა მგონია, როდესაც რამე არ მოგწონს , ამ დროს თავად უნდა იმოქმედო და შეცვალო , ან ცადო რომ შეცვალო , მთავარია არ გაურიგდე, არ მიიღო , არ დათანხმდე რაც მიგაჩნია, რომ არასწორია....
ახლა კი მოქმედებასთან ერთად ვფიქრობ აქ , ამ გვერდზე გაგიზიაროთ ხოლმე რასაც ვფიქრობ .
არასდროს დავკარგავ დროს იმისთვის, რომ ვუპასუხო უღირსს, ფულის გამო ყველაფრის მკადრებელ ადამიანებს , რომლებიც თავისუფალნი არ არიან და სულ ოფიციალური თუ არაოფიციალური სტრუქტურების გავლენის ქვეშ მოქმედებენ ( მაგ რა სახსენებელია ,მაგრამ ელისო კილაძე, გოგა ხაინდრავა და მსგავსნი... ფუი ეშმაკს :((()
მაგრამ ნებისმიერ , ქვეყნისთვის დამაზიანებელ ფაქტს ჭირდება მეტი საუბარი, გააზრება და საფრთხის დანახვა.
მუშაობს ძლიერი პროპაგანდის სისტემა, დეზინფორმაციის ბევრი არხი და ჰიბრიდული ომის პირობებში გვმართებს გავარჩიოთ თეთრი და შავი.
დავძლიოთ რამდენიმე რამ და გავიაზროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი :
მე ვარ მოქალაქე და ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია მეუბნება , რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
ანუ მე ერთი მოქალაქეც ვარ წყარო ძალაუფლების და შემიიძლია ჩემი ერთი ხმით ცვლილების მონაწილე გავხდე !
ნებისმიერი ხელისუფლება დროებითია და ხალხის მანდატით საუბრობს , ის ანგარიშვალდებულია ჩვენს წინაშე და სულ უნდა ვაგრძნობინოთ დაქირავებულია და კეთილი ინებოს შეასრულოს ის რასაც ხალხი ეუბნება
მე მოქალაქე ვალდებული ვარ რაც უსამართლოა და უკანონო -არ დავემორჩილო, არ გავაკეთო !
რაც არ მომწონს - შემიძლია ყველაზე სწრაფად 26 ოქტომბერს შევცვალო !
უნდა დავძლიო ხელოვნური და ყალბი მოსაზრება , რომ აზრი არა აქვს არჩევნებზე მისვლას- ეს მცდარი აზრია .
დიახ , აქვს აზრი და სწორედ ამ დღეს და ასე იცვლება ხელისუფლება, როდესაც 4 წელიწადში ერთხელ , უქმე დღეს , ჩემი ქვეყნისთვის , ჩემი შვიილების მომავლისთვის გავივლი იმ მანძილს , რომელიც მაშორებს საარჩევნო უბანთან და აუცილებლად მივალ ხმის მისაცემად .
ხმას რომ მივცემ ვისაც მინდა , შემდეგ ამ ხმის დასაცავად ფხიზლად ვიქნები და გავაკეთებ იმას, რასაც ჩავთვლი საჭიროდ ჩემივე კონსტიტუციური უფლების ფარგლებში !
ჩემი , როგორც მოქალაქის ვალდებულებაა მეც შევიტანო ჩემი წვლილი ამ ერთ დღეს მაინც ჩემი არჩევნებზე მისვლით , რათა ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული დდა სამართლიანი .
შემიძლია და ამას გავაკეთებ !
შენც შეგიძლია და შენც უნდა გააკეთო ეს!
მიდი არჩევნებზე და შევცვალოთ ეს მძიმე რეალობა უკეთესობით“, - წერს ეკა ბესელია