28 ივლისს პარიზის ოლიმპიადაზე 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ:
ნოე ფანცხავა (ცურვა)
ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.)
გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი, 92 კგ.)
გუშინ, 27 ივლისს, 4-მა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე. ტყვიით მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა, მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ და მოცურავე ანა ნიჟარაძემ.
გიორგი სარდალაშვილი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა. სანდრო ბაზაძე, რომელიც მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა. ანა ნიჟარაძემ 31 გამომსვლელში 28-ე ადგილი დაიკავა და ოლიმპიადას გამოეთიშა.