27 ივლისს პარიზის ოლიმპიადაზე 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს სახელით ოლიმპიური ოქროს მედლისთვის 27 ივლისს იბრძოლებენ:
ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე. იგი მსოფლიოში პირველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიადაზე მეათედ ასპარეზობს. ნინო სალუქვაძე 27 ივლისს 10-მეტრიანი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა.
მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60კგ). მისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშებია. ასპარეზობა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
30 წლის ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე. სპორტსმენისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები მესამე ოლიმპიადა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შედგება 15 წლის მოცურავის, ანა ნიჟარაძის დებიუტი. იგი ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ყველაზე უმცროსი წევრია.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვა საქართველოს 28 სპორტსმენი სპორტის 10 სახეობის პირად შეჯიბრებაში. ამას გარდა, ჩვენი ძიუდოისტები
ასევე იასპარეზებენ ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში.